May 16, 2024

გახდება თუ არა აცრა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა. როგორ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნოს და ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს. 

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება. მინისტრს მოქალაქეების გონიერების იმედი აქვს. 

 

„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

 
 

ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 335 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.