May 17, 2024

ძალიან მეშინია, ვეღარ გადავრჩებით, მალე კოვიდთან მებრძოლი აღარ გვეყოლება - ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი არ გამორიცხავს, რომ თუკი ვირუსის გავრცელება დღეს არსებული ტემპით გაგრძელდება, ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.

 

ექიმი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის გარეშე ახალი ტალღების შეჩერება შეუძლებელია. 

 

"თუ არ იქნა მასიური ვაქცინაცია, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი და სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკის. ეს რომ არ მოხდეს და არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათი, საჭიროა ინფექციის ლიკვიდაცია.

 

ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება კოლაფსი, ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა," - ამბობს ლევან რატიანი. 

წაკითხვა 326 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.