May 17, 2024

შენარჩუნდება თუ არა კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტი - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. 

 

"ეს დამოკიდებულია საბჭოს დღის წესრიგზე. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება სწრაფი ტესტების გაკეთებას, გახდება თუ არა ის ფასიანი გარკვეული ჯგუფებისთვის, წარდგენილია ჩვენი წინადადებები სამინისტროში. არსებობს მთავრობის 975-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს „პისიარ“ და სწრაფი ტესტების ვალდებულებას სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ და ეს ჩვენი წინადადებების ახალი პაკეტი წარდგენილია, თუ ამ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რომელ ჯგუფებში უნდა დარჩეს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე და ვისთვის საკუთარი ხარჯით, თუ ისინი აცრილი არ არიან. იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, მათთვის ფასიანი არ გახდება სწრაფი ტესტი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 355 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.