როგორი მიმდინარეობა ახასიათებს "ომიკრონს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის შტამს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დადასტურდა, ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, სწრაფი გავრცელება და იოლად გადამდებია.

მისივე ცნობით, წინამორბედებთან შედარებით აღნიშნული შტამი უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა - 40 წლამდე ასაკის ადამიანებსა და ბავშვებს.

 

"აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი ომიკრონის შტამისთვის, დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე ბავშვებს

 

ჯერჯერობით რაც არის შემთხვევები და დღევანდელი რიცხვით 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, შედარებით მსუბუქია მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება რთული საპროგნოზოა, რადგან მას სწრაფი გავრცელების და ადვილი გადამდებლობის უნარი აქვს." - ამბობს ამირან გამყრელიძე

წაკითხვა 323 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.