May 14, 2024

ეს არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც ამ შტამზე შეიძლება ითქვას - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის პროგნოზით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში "ომიკრონი" დომინანტური გახდება, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასს მიაღწიოს.

 

ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, საახალწლო დღეებში დარჩნენ სახლში, ასევე თავი აარიდონ დახურულ სივრცეში ბევრი ბავშვის შეკრებას.

„თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოო შეფასება არ არსებობს. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით: ყელის ტკივილი, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, არც კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, არც თავის ძლიერი ტკივილი. არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება.

კარგი იქნება, თუ წელს მშობლები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და თავს შეიკავებენ დახურულ სივრცეში ახალი წლის აღნიშვნისგან. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. ეს ნაკლები რისკია ახალი, უცნობი კონტაქტის და ინფექციის გავრცელების. დახურულ სივრცეში სადღესასწაულო ზეიმი მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს“,-განაცხადა ჩხაიძემ.

წაკითხვა 283 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.