May 14, 2024

"ომიკრონი" მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა - ჯანმო

კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა და ის "დელტაზე" სწრაფად ვრცელდება. 

განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, ის, შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს.

"22 დეკემბრის მდგომარეობით, "ომიკრონი" ჯანმო-ს ექვსივე რეგიონში, 110 ქვეყანაშია გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტებით ინფიცირებულების შემთხვევაში.

წაკითხვა 267 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 25 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.