May 14, 2024

ისრაელში 100%-ით ეფექტური კოვიდ პრეპარატი შექმნეს

ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს.

 ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა.

მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. 

„თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს", - ნათქვამია მოხსენებაში. 

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ტესტირება ჩატარდა როგორც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში, ასევე  მძიმედ დაავადებულებში.

„იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტები, რომლებმაც  პრეპარატი მიიღეს რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ და გაწერეს, ტესტირება 100% წარმატებით დასრულდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

პრეპარატის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ამორფული კალციუმის კარბონატია (ACC). მედიკამენტი პერორალურად ან ინჰალაციის გზით მიიღება. იგი გავლენას ახდენს კორონავირუსის უჯრედებში შეღწევისა და გამრავლების უნარზე.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.