May 14, 2024

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ლიმიტები გაიზარდა - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შემაჯამებელ ანგარიშში განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები გასულ 2021 წელს მეტად გაძლიერდა.

მათ შორის, დაემატა სიმსივნის სამკურნალო პრეპარატების ანაზღაურების თანხა და ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. 

ეკატერინე ტიკარაძემ დარგის ექსპერტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ანგარიში დღეს სასტუმრო "ბილტმორში" გააცნო.

„გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს. შედეგად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა თარგეტულ მედიკამენტებზე. ონკოლოგიური პაციენტები წლიური ლიმიტის ფარგლებში პროგრამულ მომსახურებას იღებენ უფასოდ, თანაგადახდის გარეშე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.