May 14, 2024

"ომიკრონის" რამდენი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

მისივე განმარტებით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. 

 

ამასთან, ამირან გამყრელიძის პროგნოზით, შესაძლოა, 2-3 კვირაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდეს.

 

„დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს. 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაავადების მძიმე მიმდინარეობა არ არის. ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 274 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.