May 14, 2024

"ჯანდაცვის სისტემა მზადაა ახალ შტამთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად"

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სისტემა მზადა არის, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის კორონავირუსის ახალი შტამის

როგორც მან აღნიშნა, "ომიკრონის" მიმდინარეობა პაციენტებში მსუბუქია და შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა, ხოლო სიკვდილიანობა შემცირდა.

 

"1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.