საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 155 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 646 316.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.53%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 618 403.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 14, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 351, აჭარაში - 50, იმერეთში - 119. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი, მათ შორის, თბილისში - 98, აჭარაში - 24, იმერეთში - 25. 10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაკითხვა 301 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.