ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი მოეწერა და განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება.
„კიდევ რაც მინდოდა მეთქვა არის ონკოლოგიური ბავშვების პროგრამასთან დაკავშირებული. იმ კლინიკებთან, რომელიც შეირჩა, უკვე მოეწერა კონტრაქტებს ხელი. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და ამ პროცესის ორგანიზება სპეციალური ბორდის მეშვეობით, თუ რომელი ბავშვს რომელ კლინიკაში შეგვიძლია შევთავაზოთ გაშვება, ადგილზე იმკურნალებს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც ბავშვისთვის ყველაზე უფრო სასურველი პროცესია დაავადების განსაკურნებლად, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. შესაბამისი საბჭო უცხოელი ექიმების ჩართულობით უკვე შევქმენით, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში შეიძლება გაეწიოს. შემდეგ მოხდება მშობლებისთვის შეთავაზება. შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს რეკომენდაცია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება და საქართველოშიც და თვითონ მშობელს შეეძლება გადაწყვეტა, თუ სად ურჩევნია. საქართველოში იქნება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ორივე შემთხვევაში ვაფინანსებთ სრულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილმა ის კონკრეტული კლინიკებიც დაასახელა, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვები შეძლებენ მკურნალობას.
„საქართველოში იაშვილის კლინიკაშია გარკვეული სერვისები, ასევე ისრაელში „იხილოვის“ კლინიკა , ასევე ესპანეთში „ქირონის“ კლინიკა, სადაც პროტონოთერაპიაც შეგვეძლება გავუკეთოთ და თურქეთში „ანადოლუს“ კლინიკა“, - განაცხადა მინისტრმა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი