ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ისევ დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს COVID-19-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანაა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.

 

მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში, ბოლო ორ დღეში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.

 

ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ის 783 დადსტურებული შემთხვევაა. მათ შორის, დღეს 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

წაკითხვა 488 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.