May 14, 2024

ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან 100-მდე პირი გამოიკვლიეს

"ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"გვაქვს 26 ახალი შემთხვევა. აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კერძოდ ყველაზე ცხელ წერტილს თვითონ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეს არის, სოფელი მუშევანი. პარასკევს ჩვენ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული და დადასტურდა გუშინ 18 შემთხვევა. აქედან 17 მუშევანიდანაა, ერთი გახლავთ კონტაქტი, სამედიცინო დაწესებულების მძღოლი. ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. გავრცელებული საბურთალოს კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ გუშინ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულის და იქიდან დაგვიდასტურდა ოთხი შემთხვევა. დანარჩენი ოთხი შემთხვევა გახლავთ საკარანტინო ზონებიდან",- განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 618 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.