May 15, 2024

როგორ მოვუაროთ კანს პანდემიის დროს, როცა ხელთათმანებისა და პირბადეების რეგულარულად გამოყენება გვიწევს

დერმატოლოგთა განმარტებით - ლატექსის ხელთათმანები სხვებზე ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს გამოყენებისას.

შესაბამისად, კანისათვის აუცილებელია საკუთარი დამცველობითი ბარიერის შექმნა, დამცველობითი მექანიზმის გაძლიერება;

 

ამისათვის, უპირველესად, აუცილებელია წყალ-ლიპიდური ბალანსის ამაღლება, რათა კანი დავიცვათ სხვადასხვა სახის სოკოსგან. ამ მიზნით რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემები, მით უფრო, რომ პანდემიის ფონზე სისტემატურად გვიწევს ხელების დაბანა და სადეზინფექციო ხსნარებით წმენდა. გამომშრალ კანს მკვებავი საცხებიც რეგულარულად უნდა მივაშველოთ.
 

თუ ადამიანს დამცავი პირბადის ტარების შემდეგ, სახის კანზე გაღიზიანებები უვითარდება, აუცილებლად უნდა გამოიყენოს გაღიზიანებული კანისათვის განკუთვნილი საცხი. მასში შემავალი თუთია აფერხებს დერმატიტის (კანის ანთების) განვითარებას.

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 460 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.