May 18, 2024

"კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი გადამდები აღარ არის" - თამარ გაბუნია

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის, ტესტი შესაძლოა, კვლავ დადებითი იყოს, თუმცა, ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

 

მისივე განცხადებით, მე-12 დღეს, თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, შეუძლია აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

 

„მეთორმეტე დღეს, პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე, 10 დღე იგულისხმება სიმპტომების პერიოდად და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 582 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.