May 18, 2024

"ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ვინც თვლა იცის, დათვალოს" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევების მატების შესახებ საუბრობს.

 

მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი ძნელია, თუმცა სტატისტიკა საგანგაშო არ არის. 

 

„თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია და მისი ოჯახისთვის ეს არ არის პროცენტი. ის არის 100%. მე ძალიან მიჭირს ხოლმე პროცენტებზე საუბარი, მაგრამ თუ საქართველოში, სანამ მატება დაიწყებოდა, პირველ 1900 ინფიცირებულ პაციენტზე 19 გარდაცვალება დაფიქსირდა, დღეს ამას 4000-ზე მეტი პაციენტი დაემატა. ანუ ორჯერ მეტი პაციენტიდან არის ისევ დამატებით 19 გარდაცვლილი. ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის, დათვალოს“, – განაცხადა იმნაძემ.

წაკითხვა 440 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.