May 14, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 976 თბილისში, 368 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში – 368, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332.

 

„4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი – მათ შორის, თბილისში – 150, აჭარაში – 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 682, აჭარაში-1 426. სულ 6 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

წაკითხვა 374 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.