May 14, 2024

"ჯანდაცვის ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად"

ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ,  პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. თქვენ კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ აქ თავის გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს ამას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაკითხვა 458 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.