May 14, 2024

"თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით" - რატიანი

ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ,,იმედის" ეთერში განაცხადა.

 

ექიმმა საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საწამლო საშუალება, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაჭრადი იქნება, მაგრამ თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ რეკომენდაციები. ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით. დამერწმუნება ყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამოჯანმრთელების, გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუმკლავდება, ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

წაკითხვა 342 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.