May 14, 2024

"მივმართავ ყველას, ვინც ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავი შეიკავონ.

 

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

„მესმის, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ თხოვნა და მოწოდებაა თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში.

 

ჯერჯერობით ჩვენთან გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობა, შეფარდებითი მაჩვენებლი მაღალი არ არის, თუმცა თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. ეს მაჩვენებლი გვეზრდება ქვეყანაში და გაიზრდება, გაიზრდება ასევე ინფიცირებულებთან მიმართებაში. თითოეული დამატებული ახალი ინფექცია არის რისკი გართულების, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში და ვისაც პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამიტომ მოვუფრთხილდეთ, დიდი თავშეყრები არის ინფექციის შემდგომი გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკი. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, დავიცავთ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 345 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.