May 15, 2024

"მსოფლიო პოლიომიელიტისა და წითელას აფეთქების საფრთხის წინაშე დგას" - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლფიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და მის დასაძლევად გამოყოფილი რესურსები აფერხებს იმუნიზაციის მნიშვნელოვან პროგრამებს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

 

გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მსოფლიო პოლიომიელიტისა და წითელას აფეთქებების საფრთხის წინაშე დგას.

 

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ აფრიკა ამ წლის დასაწყისში პოლიომიელიტისგან გათვისუფლდა, თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რეგულარული იმუნიზაციის პროგრამები, შეჩერდა, რის გამოც ბავშვები რისკის ზონაში დაუცველნი არიან ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა პოლიო, წითელა და პნევმონია. 

წაკითხვა 331 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.