May 15, 2024

მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-19-ზე გაცილებით საშიშია

მეცნიერები ახალი სახიფათო ვირუსის შესახებ საუბრობენ, რომელიც ღამურებიდან ადამიანებზე ვრცელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Express აქვეყნებს.

 

ვირუსი სახელწოდებით "ნიპა" განვითარებადი ზოონოზური დაავადება, რომელიც ბანგლადეშის და ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდება და ფატალურ შედეგებს იწვევს. 

 

ვირუსი ჩვეულებრივ ადამიანებს, მცენარეებისა და ხილისგან გადაეცემათ, რომლებიც ინფიცირებული ღამურების ნერწყვით არის დაბინძურებული. ამჟამად ვირუსის ვაქცინა ან მკურნალობის საშუალება არ არსებობს. "ნიპა" ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს.

 

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ვირუსი უფრო იმაზე ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ვარაუდობდნენ. 

 

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ Sars-CoV-2- ისგან განსხვავებით, ამ დროისათვის, "ნიპა" ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის, მაგრამ ღამურებში უკვე ვირუსის ახალი შტამი ფიქსირდება, რომელიც გაცილებით საშიშია.

 

მეცნიერების განცხადებით,  "ნიპას" შემთხვევების რაოდენობა სათანადოდ არ არის შეფასებული, რადგან მისი სიმპტომები სხვა დაავადებების მსგავსია. კერძოდ, ვირუსს ძირითად შემთხვევაში იაპონური ენცეფალიტისა და მალარიის სიმპტომები ახასიათებს.

წაკითხვა 523 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.