May 14, 2024

"თუ ლოკდაუნი არ გვინდა, მაშინ შევასრულოთ რეგულაციები"-თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა ეკონომიკის ინტერესები, ხალხის სურვილი, ასევე ის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს და ლოკდაუნი არ გამოაცხადა.

ცერცვაძის თქმით, კლინიკური სექტორი ჯერჯერობით ინარჩუნებს იმის უნარს, რომ პაციენტების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს, თუმცა კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა უსასრულოდ არ შეიძლება.

 

ამიტომ, ცერცვაძე მიმართავს მოქალაქეებს, თუ არ სურთ ლოკდაუნის გამოცხადება, ელემენტარული რეგულაციები დაიცვან.

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკის ინტერესები, რომ არ მოხდეს რეცესია, ხალხის სურვილი, რომ არ შეუქმნას დისკომფორტი ლოკდაუნმა და საარჩევნო პროცესი, რომ ჩრდილი არ მიადგეს. ვთქვათ, ყველას გვქონდეს გამოხატვის თავისუფლება, ლოკდაუნზე არ წავიდა ჩვენი მთავრობა, ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებს კლინიკური სექტორი იმის უნარს, რომ გაუმკლავდეს პაციენტების გაზრდილ რაოდენობას, მაგრამ არ შეიძლება უსასრულოდ კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა. ამიტომ მინდა, მივმართო ჩვენს პატივცემულ მოსახლეობას, რომ თუ ლოკდაუნი არ გვინდა და არავის გვინდა, მაშინ უნდა შევასრულოთ ის ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია – პირბადე ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებიდან შეძლებისდაგვარად თავის არიდება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

წაკითხვა 314 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.