May 19, 2024

"რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა ბატონო!" - გამყრელიძე

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რაოდენობას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება. 

 

გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე დამატებითი შეზღუდვების გამოცხადების შესახებაც იმსჯელეს. 

 

„თქვენ იცით, რომ დაწესდა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო და ამბობენ: რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული. ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. 

 

დღეს მინისტრთან ვიმსჯელეთ სხვა შეზღუდვებზეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 413 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.