May 19, 2024

"ვაქცინა პანდემიას დაასრულებს" - ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, ვაქცინის წყალობით, კორონავირუსის პანდემია დიდი ხანს აღარ გაგრძელდება. 

 

„რა თქმა უნდა, პანდემია დიდხანს აღარრ გასტანს, რადგან მე მჯერა, რომ ვაქცინა სიტუაციას შეცვლის“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

 

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი შესუსტდება, მისი ცირკულირება გარკვეულ ადგილებში კვლავ მოსალოდნელია.

 

„ვირუსის შეჩერება არ ნიშნავს მის აღმოფხვრას. ეჭვი მეპარება, რომ მას აღმოვფხვრით. ვფიქრობ, ის შეიძლება ენდემური გახდეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

წაკითხვა 372 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.