May 14, 2024

საქართველომ კორონავირუსის ვაქცინაში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა

საქართველომ კორონავირუსის ვაქცინისთვის 4 მილიონი დოლარი უკვე გადაიხადა. 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ვაქცინის შესაძენად 17 მილიონი დოლარია გამოყოფილი

 

მისივე თქმით, სულ ვაქცინა, რომელიც ორჯერ უნდა გაკეთდეს, 700 000 ადამიანისთვის იქნება გათვალისწინებული.

 

„სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება რეგულატორების მიერ, საქართველო მიიღებს პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება 700 ათასამდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, შეიძლება რისკ-ჯგუფებში ცვლილებები შევიდეს და მათი რიცხვი გაიზარდოს.

წაკითხვა 386 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.