May 14, 2024

"ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასია" - ლევან რატიანი

ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. 

 

რატიანის განმარტებით, აღნიშნული დინამიკა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის თავისუფალი საწოლი არ აქვთ. 

 

„ჩვენს ქვეყანაში მოხდა ის, რაც ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო. მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო. დღეს 3 000-ზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისათვის, ვინაიდან ამ წუთში ჩვენი კლინიკის მაგალითზე, არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია, რაც ძალიან ცუდი წარმოსადგენია როგორც ექიმისთვის. 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლფასია.

 

არ ვიცი, რა სცენარით შეიძლება განხორციელდეს ამის ბლოკადა, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ამას არათუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ინფიცირებულთა მომსახურებას. ამიტომ საზოგადოების, ჩვენიც, საჯარო სექტორის, ერის თუ ბერის – ყველას მოვალეობაა, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. რიგითი ექიმის მოსაზრებაა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, ალბათ, უნდა განხორციელდეს კიდევ „დარჩი სახლში“, – განაცხადა ლევან რატიანმა "პირველი არხის" ეთერში. 

წაკითხვა 377 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.