"ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელმაც იმედები ნაწილობრივ გაამართლა" - ცერცვაძე

თბილისის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პრეპარატი რემდესივირი ამ ეტაპზე, ერთადერთი ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ამერიკის კვების და წამლის სააგენტომ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის დაუშვა. 

 

მისი თქმით, აღნიშნული პრეპარატი არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი ამ დროისთვის არ არსებობს. 

 

"ძალიან ბევრი მედიკამენტი გადიოდა და გადის კლინიკურ კვლევას. თავიდან ბევრზე ამყარებდნენ იმედებს და ამას შემდეგ მოსდევდა იმედგაცრუება. რემდესივირი, ჯერ-ჯერობით არის ერთადერთი, რომელმაც ეს იმედები სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ გაამართლა. 

 

კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ეს პრეპარატი ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობას. ჩერჩილს აქვს ასეთი ფრაზა - დემოკრატია საშინელი რამ არის, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუფიქრებიათო. აი, ასეა რემდესივირიც. შესაძლოა რემდესივირი არ არის საუკეთესო, მაგრამ უკეთესი ჯერ არ გვაქვს. 

 

ამიტომაც, ამერიკის საკვების და წამლის სააგენტომ, პირველად და ჯერჯერობით მხოლოდ რემდესივირს მისცა რეკომენდაცია, ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის. 

 

რაც შეეხება გამოყენებას, იცით, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ ტამიფლუს აქვს ასეთი შეზღუდვა - ის უნდა მიიღოს პაციენტმა დაავადების საწყის ეტაპზე, 48 ან მაქსიმუმ 72 საათში. ასეთი შეზღუდვა რემდესივირს არ აქვს, თუმცა, ყველა ლოგიკით, ვინაიდან ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, ანუ ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს, ბუნებრივია, რომ მისი მიღება სასურველია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

წაკითხვა 429 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.