"ნორმალურ ცხოვრებას მომავალ ზამთარს დავუბრუნდებით"- COVID19-ის ვაქცინის შემქმნელი

პროფესორი, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი უგურ საჰინი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა ვირუსის გადაცემის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს. ამის შესახებ საჰინმაბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ 50 პროცენტით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“,- განაცხადა პროფესორმა.

 

საჰინის თქმით, მიმდინარე ზამთარი კვლავ მძიმე იქნება და თუ მოვლენები კარგად განვითარდება, წლის ბოლოდან ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყება. პროფესორის თქმით, ვაქცინა ვირუსზე გავლენის მოხდენას მაშინ შეძლებს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება.

 

„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“,- აცხადებს შაჰინი.

 

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, მსოფლიოში ვირუსის 54 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 1 313 263 ადამიანი.

წაკითხვა 396 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.