May 14, 2024

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი უკვე სახლში გაეწერა.

ამ დროისთვის კლინიკაში 75 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ექიმ ინფექციონისტის, ვასილ გოდუაძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

 

კლინიკაში მკურნალობს 13 ბავშვი, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. როგორც გოდუაძე აცხადებს, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ არის.

წაკითხვა 410 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.