May 19, 2024

"ეს აჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვაქცინა იქნება ეფექტური"

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

,,ამერიკული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც შეისწავლეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლები (ანტისხეულები, T და B მახსოვრობის ლიმფოციტები), გამოჩნდა რომ ისინი ხანგრძლივად რჩებიან ორგანიზმში და დიდი იმედია კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი ხანგრძლივად იქნება დაცული განმეორებითი დაავადებისგან.

 

ეს აჩენს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვაქცინა იქნება ეფექტური და ამავე დროს 1 წელი ან მეტი დაგვიცავს დაავადებისგან!", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 412 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.