"7 თვის განმავლობაში  თქვენთან ერთად შევძელი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ქალაქისთვისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის"

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36-ე სხდომას დაესწრო.

იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისს ჰყავს ახალი,  არჩეული მერი, დავით ერემეიშვილი დაუბრუნდება ვიცე-მერის თანამდებობას.   მან სამადლობელი სიტყვით მიმართა საკრებულოს დეპუტატებს:

 

„7 თვის მანძილზე, როცა მე ქუთაისის მერის მოვალეობას ვასრულებდი, თქვენთან ერთად გავიარეთ ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდი, პანდემიის  გათვალისწინებით. ამ თვეების მანძილზე,  ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას და ჩვენი თანამშრომლობით ქუთაისისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი პრობლემის მოგვარება შევძელით. მე რამდენიმე დღეში დავუბრუნდები ჩემს  თანამდებობას და  თქვენთან თანამშრომლობას ისევ ქუთაისის მერის პირველი მოადგილის რანგში გავაგრძელებ,“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

წაკითხვა 476 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.