ირაკლი შენგელიამ ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარადგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ირაკლი შენგელია სამედიცინო და ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგინა.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროგრამის იმპლემეტირების გზებზე და მულტიდარგობრივი თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს.

 

რა მნიშვნელობა აქვს ფილტვის კიბოს სკრინინგს და როგორია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გადარჩენადობის მაჩვენებელი, რა ფორმით იქნებიან ჩართული პირველადი ჯანდაცვის სექტორის და ჰოსპიტალური ქსელების წარმომადგენლები ბენეფიციარებთან კომუნიკაციაში, როგორია არსებული გამოცდილება, მედიკოსების რჩევები და უკუკავშირი - ამ და სხვა თემებზე ღია დისკუსიის მიზანი საპილოტე პროგრამის ეფექტიანი განხორციელება და ბენეფიციართა ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.

 

ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში, შემუშავდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პირველი პრევნციული პროგრამაა, რომლიც დაავადების ადრეული დიაგნოსიტებას ითვალისწინებს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები, მიმართული იყო დაავადებების შედგების მართვაზე, პრევენციის მიმართულებით შემუშავებილი პროგრამა კი სრულიად ახალ მიდგომას დანერგავს ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვით პოლიტიკაში.

 

„ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეა მთელს მსოფლიოში, მიუხედავად მკურნალობის ახალი მეთოდებისა, ყოველწლიურად ამ დაავადებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ამასთან ფილტვის კიბოს შორს წასულ შემთხვევბში გადარჩენადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვითი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებეზე მორგებული პროგრამების დანერგვას გულისხმობს, პროგრამის შემუშავების მიზანიც სწორედ ეს იყო. ამასთან, თუკი აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები უშუალოდ დაავადების შედგებთან გამკლავებას ემსახურებოდა, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა პრევენციაზეა მიმართული და დაავადებით გამოწვეული მოკვდაობის შემცირებას, ადრეულ დიაგნოსტირებით ფილტვის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და დაავადების პროგრესირების პრევენციას ისახავს მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა პრეცენდენტულია და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვითი პოლიტიკაში ახალი მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის იმპლემენტირების პროცესში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული კავშირები და დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი საწარმოები. მულტიდარგობრივი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ბენეფიციართა მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტურ განხორციებას. “ - ირაკლი შენგელია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

145942499 443226590192469 6546109814904086803 n

 

ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას. პროგრამა საპილოტეა და 2021 წლის ბიუჯეტში მის განსახორციელებლად 30 000 ლარი არის გამოყოფილი.

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.