May 3, 2024

ქუთაისში ყვავილების გამოფენა - გაყიდვა გაიმართა

ორ მაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშის  ყვავილი -  როგორც 20-მდე ვარდის ჯიში, ასევე მინდვრის და დეკორატიული ყვავილების მრავალფეროვნება.

"ტრადიციულად ვუერთდებით ღონისძიებას. ყოველ წელს ვმართავთ გამოფენა - გაყიდვას. პანდემიის ფონზე მოსახლეობაც არ გამოვიდა და შემცირებულია აქტივობებიც. დღეს, გამოფენაზე გამოტანილი გვაქვს გვირილები და იასამნები. ორ მაისობასთან დაკავშირებით ვარჩიეთ, რომ ქართული ყვავილები გამოგვეტანა და განსაკუთრებით, სიმბოლურად გვირილები,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში Flowers Lovers - ის ხელმძღვანელმა ნათია გურეშიძემ

 

გამოფენაში მონაწილეობას, როგორც ქუთაისის, ასევე, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეყვავილეები იღებდნენ.

 

ააა182832412 2784948378483564 4038195766817656755 n

 

ს34182331566 463292814901387 7462052473948314399 n

წაკითხვა 1063 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 04 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.