May 17, 2024

სოფელ ვერტყვიჭალაში დაშავებული 10 ადამიანიდან 3 კლინიკიდან გაწერეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში მივიდა და  ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა. 

 

ზესტაფონში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს საავადმყოფოში მკურნალობას ამ ეტაპზე 2 პირი გადის, 3-ს პირველადი დახმარება გაეწია და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. 2 პაციენტი კი დამატებითი კვლევებისთვის ქუთაისში გადაიყვანეს. 
 
ასევე სტაბილურია სხვა კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. 
 
სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის 7  არის  საქართველოს,  3 კი ჩინეთის მოქალაქე.
წაკითხვა 234 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.