ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა არიან დაშავებულები

ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საწინააღმდეგოდ მიმავალი მიკროავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

 

შემთხვევის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

 

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

წაკითხვა 277 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.