ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის უკუთვლის საათი ჩაირთო

ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის უკუთვლის საათი ჩაირთო.


ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღე დარჩა.


აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ვეტერანმა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა.


"ზუსტად 100 დღეში ქუთაისი დიდ ფეხბურთს უმასპინძლებს.


ჩვენთვის დიდი პატივი და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა საქართველოს და რუმინეთის სხვა ქალაქებთან ერთად ვუმასპინძლოთ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს.


მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი საუკეთესო სპორტული ტრადიციების ქალაქია. აქ დაიწყო არაერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენის წარმატებული კარიერა და მათ შორის დიდი ქართველი ფეხბურთელების. აქ დღესაც იზრდება იმედის მომცემი ახალი თაობა ფეხბურთელებისა და პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება სტიმული ის, რომ სწორედ ჩვენი ქალაქი მასპინძლობს უმაღლესი დონის საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატს.


განსაკუთრებულად ემზადება ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულყოფა, რათა ჩემპიონატის მონაწილეებს, მათ ქომაგებს და ჩვენი ქალაქის ყველა სტუმარს სათანადოდ დავხვდეთ.


დროის ათვლა დაიწყო!
ქუთაისი გელოდებათ!


წარმატებულ, საინტერესო და დასამახსოვრებელ ევროპის ჩემპიონატს გისურვებთ!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 212 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.