ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100-ლარიანი ვაუჩერები დარიგდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100- ლარიანი ვაუჩერები დარიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს პირველად, ტრადიციული ნობათის ნაცვლად, მოქალაქეებმა სააღდგომოდ 100 - ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.

 

„ვაუჩერის გამოყენება 1 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი და შესაძენ პროდუქციას ბენეფიციარები თავად შეარჩევენ. ქუთაისის მერიამ ვაუჩერები 3850 ადამიანს გადასცა. ვაუჩერები გადაეცა ქუთაისში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 427 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.