April 26, 2024

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ქუთაისში დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, დავითობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.

 

ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დავით აღმაშენების ძეგლს პატივი მიაგეს, შემდეგ კი გელათის მონასტერში ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

 

 

 

 

„გილოცავთ სრულიად საქართველოს დავითობის დრესასწაულს,განსაკუთრებული დღეა ჩვენი ერის დღევანდელ ცხოვრებაში და საერთოდ ისტორიაში. მეფე დავითი იყო არის და იქნება სიმბოლო ჩვენი ერთობის, ჩვენი აღდგენის და გამარჯვების. მისი ხსენება გვამხნევებს და მოგვიწოდესბს რომ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, რომ შევძლოთ ის მემკვიდრეობა რაც მეფე დავითმა დაგვიტოვა გავითავისოთ და იმ გზით, გულისხმიერებით, სიმართლით, თავმდაბლობით მაგრამ სიმტკიცით შევძლოთ ერთობის აღდგენა.“ -აღნიშნა ქუთათელ -გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

 

„საქართველოს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არც დაბადებულა, ეს არის მაგალითი როგორ ღირსეულად უნდა ვიცხოვროთ და დავითის წესი გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ და ღირსეულად გააგრძელოს საქართველომ თავისი ისტორია.“ - ამბობს ირმა ქურასბედიანი.

 

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "გალობის გელათური სკოლა". 18:00 საათზე კი დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

წაკითხვა 514 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.