May 11, 2024

დეკემბერი 29 2018 წაკითხვა 887 ჯერ

ქუთაისში, თეთრ ხიდზე დაზიანებული მინის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დეკემბერი 29 2018 წაკითხვა 794 ჯერ

დღეს, ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა - ,,ღია სახლი" ლიტერატურულ კლუბ - ,,წიგნების თაობასთან" ერთად, საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა.

დეკემბერი 29 2018 წაკითხვა 837 ჯერ

ქუთაისში, ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე მინის იატაკი დაზიანდა.

დეკემბერი 28 2018 წაკითხვა 952 ჯერ

29 დეკემბერს, ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ (წერეთლის #4), გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ საახალწლო ბაზრობას გამართავს.

დეკემბერი 20 2018 წაკითხვა 881 ჯერ
,,ნაციონალური მოძრაობა'' ქუთაისის მერიას კომპანია "სანოსთან" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. 
დეკემბერი 19 2018 წაკითხვა 1681 ჯერ

მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის მერია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო, პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. კონკურსი პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში ჩატარდა.

 
დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდო გადაეცემა.
 
წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტები შეაფასა.
 
დღესვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“.
 
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
გვერდი 131 სულ 138
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.