დეკემბერი 23 2020 წაკითხვა 440 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 456 ჯერ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. ქალაქის მერი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.

დეკემბერი 22 2020 წაკითხვა 415 ჯერ

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.

დეკემბერი 20 2020 წაკითხვა 589 ჯერ

ნათია დიაკონიძე 8 შვილის დედაა. კოვიდიანი პაციენტების დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსი დაამარცხა. ის ოჯახებში მიდის და ვირუსისგან დასუსტებულ პაციენტებს გადასხმებს უკეთებს, ამხნევებს და შიშის დაძლევაში ეხმარება. "მე ძალიან ვამაყობ ამ მშვენიერი ქალბატონით, რომელიც ჩუმად, მშვიდად აკეთებს სიკეთეს და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს ეხმარება!" - წერს მასზე ერთ-ერთი მადლიერი პაციენტი, დანარჩენზე კი - თავად ნათია გვიამბობს:

დეკემბერი 19 2020 წაკითხვა 441 ჯერ

დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შეასრულდა. 

დეკემბერი 16 2020 წაკითხვა 412 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენციისას, მხარის გუბერნატორმა  პანდემიის მიმართულებით იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე, Covid-19-ის მართვის პროცესსა და  ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.


ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად გამართულად მუშაობს ცხელი ხაზი რაიონებში და ყველას მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მოქალაქის საკითხი თუ პრობლემა. 


ვიდეოკონფერენციისას სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ პაკეტზეც იმსჯელა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.


დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს. განიხილეს პროექტების მიმდინარეობა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სასკოლო, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერების, სპორტული მოედნების, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის, ამორტიზებული ხიდების აღდგენის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით. 


ზვიად შალამბერიძემ მერებს მისცა დავალება მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული და თითოეული ობიექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.


ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფლისთვის გამოყოფილია გარკვეული თანხა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ირჩევს პრიორიტეტებს რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული დაფინანსებით. 


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.
ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.

გვერდი 75 სულ 138
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.