May 16, 2024

ჭყონდიდის ეპარქია მიმართვას ავრცელებს

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჭყონდიდის ეპარქია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 

"ყველას გილოცავთ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს!

 

ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში, მრავალ მომლოცველს ველოდებით. ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს და გვინდა ერთგვარი წინდახედულობისკენ და ქრისტიანული სიბრძნის გამოჩენისაკენ მოგიწოდოთ.

 

პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ, ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს და ერთად, ღირსეულად, სიმშვიდით და ზეიმით აღვნიშნოთ იერუსალიმში დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

წაკითხვა 375 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.