"შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრენი გავხდით" - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უძოს მთაზე მდებარე ტაძარში მომხდარს ეხმაურება:

"შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. უძოს მთაზე მდებარე მონასტრის ტაძარში შეჭრილი ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ საეკლესიო რიტუალებისთვის და ამგვარად კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გაეთელათ ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობები.

 

სამწუხაროდ, ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება სერიოზული მექანიზმი იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განხორციელდეს, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ვანდალიზმი კიდევ უფრო შემაძრწუნებელ სახეს არ მიიღებს", - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

წაკითხვა 333 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.