May 19, 2024

აღდგა თუ აღსდგა? - ლევან ღვინჯილიას პასუხი

აღდგა თუ აღსდგა? - აქტუალურ შეკითხვას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ასე პასუხობს: 

 

„რომაელნო"!!!


- თუ არც მაცხოვრის აღდგომა გწამთ, არც მის მიერ ლაზარეს აღდგინება, არც იმის შეგნება გაწუხებთ, რომ ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, ვინც „ქართულ ენაში ცხოვრობს" და თქვენს სახელსა და გვარს მაინც ლათინურ სამოსში ახვევთ, აბა, როგორღა შეგაგნებინოთ, რომ ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემა?


- მე მხოლოდ იმათზე ხომ არ ვსაუბრობ, სამშობლოდან გადახვეწილები ლუკმაპურის ფულს ძლივს რომ აკოწიწებენ, ხშირად, საკმაოდ დამამცირებელი შრომის ფასად, და ამით საქართველოში დატოვებულ და უზომოდ მონატრებულ ოჯახებს მინიმალურ საარსებო პირობებს უქმნიან???- თქვენ! - დიდად პატივცემულნო კომპიუტერიანნო და ძვირფასმობილურიანნო საჯარო მოხელენო, მინისტრებო და პარლამენტარებო, ბიზნესმენებო და ცხოვრებისაგან გალაღებულო „მამულიშვილებო", თქვენ მაინც რა მოგდით?


- რა თქმა უნდა, მე ყველას გილოცავთ აღდგომას, მაგრამ, ისე, ღირსები კი არა ხართ მილოცვისა, როცა აბუჩად იგდებთ იმ ენის ანბანს, რომელსაც „სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია".


- ჩემი ნება რომ იყოს, თქვენთვის მხოლოდ იმის გამო არ მივაცემინებდი ხმას არჩევნებში და მხოლოდ იმის გამო არ დაგნიშნავდით ნებისმიერ თანამდებობაზე, რომ უგულვებელყოფთ სახელმწიფო ენასა და მის ანბანს, ნიჰილიზმით სავსე თვალებით უმზერთ „ღვთაებრივ საუნჯეს"(ილია!!!), რომელიც „ერის მეობის უმთავრესი და არსებითი ნიშანია"(ილია!!!);- "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?"(ილია!!!)...


- რას მეტყვით, რით გამახარებთ?- და ბოლოს, „ქრისტე აღდგა!" მაინც ახარეთ ერთმანეთს სწორად!!! (-ს-ს გარეშე!!!)“, - 
დაწერა ენათმეცნიერმა.  

წაკითხვა 561 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.