May 19, 2024

"რა გარანტიაა რომ იმ ნემსს ჩიპი არ გამოჰყვება - აბსურდია მაგრამ სჯერათ" - დეკანოზი გიორგი

სასულიერო პირი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა, ვაქცინაციასა და ჩიპებთან დაკავშირებული ეჭვების შესახებ საუბრობს. დეკანოზი აღნიშნული მოსაზრების აბსურდულობას უსვამს ხაზს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებს ამის მაინც სჯერათ.

 

დეკანოზის განცხადებით, მაშინ, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მიმდინარეობდა მუშაობა, პარალელურად ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, რამაც ადამიანებზე ნეგატიურად იმოქმედა.

 

"ეკლესია კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის. მიზეზი, ისევ ვამბობ, ამ ადამიანებზე იმოქმედა ძალიან დიდმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, რომელიც დაიწყო იმ წამსვე. ანუ ჯერ კიდევ ვაქცინა არ იყო შემოსული, როდესაც ძალიან სერიოზული კამპანია დაიწყო. ფსიქოლოგიურად, ადამიანი იმახსოვრებს პირველს რასაც იტყვიან, მისთვის პირველი გაგონილი ინფორმაცია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე და მესამე. ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვაქცინაზე მიდიოდა მუშაობა, როცა თავიდანვე თქვეს, რომ იქ არის რაღაცა ჩიპები და მოხდება ჩიპიზაცია.

 

ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ახლა მე რომ ავიცერი, იქ არის 10 დოზა და წარმოვიდგინოთ, რომ იქ იმ სითხეში ცურავს 10 ჩიპი, შპრიცით ამოღების დროს რა გარანტია არის, რომ ამ სითხესთან ერთად პატიოსნად ერთი ჩიპი არ გამოჰყვება იმ ნემსს და მერე არ შევა იმ ადამიანში. ლოგიკურად ეს ხომ შეუძლებელია, მაგრამ ამაზეც მსჯელობა არ მიდის.

 

ეს არის აბსურდი, აბსურდია, მაგრამ სამწუხაროდ ხალხს სჯერა და ვერავინ ვერ გამოვიდა და ვერ აუხსნა ეს ამბავი მათ," - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.

წაკითხვა 252 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.