May 19, 2024

"ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე" - პაატა იმნაძე

ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

 

იმნაძის თქმით, მას იმ ადამიანების არ ესმის ვინც დიდ შეკრებებს და ქეიფებს არ ერიდება და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს. 

 

"მე პირადად ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე, ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა აღარ ვიცი", - განაცხადა პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

წაკითხვა 302 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.