May 19, 2024

"გვპირდებოდნენ 9,5 ევროს, გვაძლევენ 3 ევროს საათში" - გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები

გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველები ამბობენ, რომ მოატყუეს.

ისინი ყურადღებას ითხოვენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

 

დასაქმებულების განცხადებით, შესასრულებელი სამუშაო და ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

 

დასაქმებულები კვების პრობლემასა და არასათანადო საცხოვრებელ პირობებზეც საუბრობენ.

 

"არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში გვეწერა. რასაც ველოდი, 100%-დან 2%-ია. პირადად, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ 9,5 ევროს საათში და კვირაში 6 სამუშაო დღე. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა რეალობა, რომ გვაძლევენ 3 ევროს საათში", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

წაკითხვა 420 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.