May 18, 2024

აშშ მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში არ იმოგზაურონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალი დონეა. 

განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ავრცელებს.

 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აღნიშნულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო.

 

"რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას ახდენენ. ძნელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას. აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს უქმნის მოგზაურებს ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს. აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების გაწევას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ვინაიდან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 283 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.