May 18, 2024

ცხენის, ვირის და ფრინველის ხორცი - რა დარღვევები გამოავლინა ხორცპროდუქტების კვლევამ

„მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სხვადასხვა პარამეტრზე სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს.

 

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში, ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე.

 

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში (სოსისი „სპეც ივერია ვაკე“, სოსისი „ივერია სპეცი“, „მოხარშული ძეხვი მონადირული“, ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“, სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“, სოსისი „პეპერონი შებოლილ-მოხარშული“, სოსისი „ივერია ექსტრა“, „ააშიშხინე დელიკატესი“, შაშხი „ბავარიული მოხარშულ-შებოლილი “, სოსისი ივერია ,,ტკაცუნა”) გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული.

 

დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები,” - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 282 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.